ლოჯისტიკის მენეჯერი
თარიღები:
05 ნოემ - 29 ნოემ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ლოგისტიკა/ტრანსპორტი 
ქვეკატეგორიები:
ლოჯისტიკა ლოჯისტიკის მენეჯერი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
2 - 3 წლამდე
აღწერა:

უკვე 20 წელია კომპანია თერმა გათბობა, ვენტილაცია,კონდიციების სექტორში მოღვაწე წამყვან საერთაშორისო მწარმოებლებთან თანამშომლობს და იგი ლიდერი და მუდმივად მზარდდი კომპანიაა  HVAC ბაზარზე. კომპანიის არსებობის მანძილზე ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გამყარდა და ახლა, მსხვილი საერთაშორისო თუ ლოკალური პროექტების ჭრილში მათი ფასდაუდებელი ექსპერტიზით ვხელმძღვანელობთ.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი

 

კომპანია „თერმა“ აცხადებს ვაკანსიას  ლოჯისტიკის მენეჯერის  პოზიციაზე

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია ეკონომიკის, ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულებით;
  • ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე;
  • სამუშაო გამოცდილება ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე;
  • საწყობის და შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომწოდებლებთან ურთიერთობა: პროდუქციის შესყიდვა,ტრანსპორტირება, განბაჟება,დასაწყობება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ლოჯისტიკა-მარაგების მართვა;
  • არსებული მარაგების ზუსტი აღრიცხვა და კონტროლი;
  • საწყობში მიმდინარე პროცესების მართვა და კონტროლი;
  • ხარჯების აღრიცხვა და კონტროლი;
  • ლოჯისტიკური პროცესების ოპტიმიზაცია;
  • კომპანიის ხელმძღვანელებისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება;

 

სამუშაოსთვის საჭირო კომპეტენციები:

  • ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები;
  • ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი;
  • შრომისმოყვარე,ენერგიული და დისციპლინირებული;
  • სხარტი,ლოგიკური,ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძონბა, პუნქტუალურობა;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ და მეგობრულ გარემოს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს და დამატებით ბენეფიტებს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ  ელექტრონულ მისამართზე: info@terma.ge  და  “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება ლოჯისტიკის მენეჯერი ,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება,ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ CV-ში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტების ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

 გისურვებთ წარმატებებს.
 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მსგავსი განცხადებები
FCL Manager/Asia

კავკასტრანსექსპრესი


06 ნოემ - 27 ნოემ

Senior Logistics Specialist

F.S. Mackenzie Georgia


26 ოქტ - 24 ნოემ