იურისტი
თარიღები:
05 ნოემ - 29 ნოემ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
იურიდიული 
ქვეკატეგორიები:
იურისტი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
რუსული ინგლისური ქართული
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
2 - 3 წლამდე
აღწერა:

უკვე 20 წელია კომპანია თერმა გათბობა, ვენტილაცია,კონდიციების სექტორში მოღვაწე წამყვან საერთაშორისო მწარმოებლებთან თანამშომლობს და იგი ლიდერი და მუდმივად მზარდდი კომპანიაა  HVAC ბაზარზე. კომპანიის არსებობის მანძილზე ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გამყარდა და ახლა, მსხვილი საერთაშორისო თუ ლოკალური პროექტების ჭრილში მათი ფასდაუდებელი ექსპერტიზით ვხელმძღვანელობთ.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი

 

კომპანია „თერმა“ აცხადებს ვაკანსიას  კვალიფიციური იურისტის  პოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წელი;
  • საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა;
  • არარეზიდენტ კომპანიებში მუშაობის პრაქტიკა;
  • საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევების მაღალ დონეზე ცოდნა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და განახლება;
  • იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • ხელშეკრულებების გაფორმება;
  • სარჩელების მომზადება და სასარჩელო წარმოების დაწყება, სასამართლო წარმომადგენლობა;
  • საკანონმდებლო სიახლეების მონიტორინგი;
  • სამსახურეობრივი, კომპერციული და პირადი საიდუმლოების საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით დაცვის უზრუნველყოფა;

 

 სამუშაოსთვის საჭირო კომპეტენციები:

  • ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები;
  • ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი;
  • შრომისმოყვარე,ენერგიული და დისციპლინირებული;
  • სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძონბა, პუნქტუალურობა;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ და მეგობრულ გარემოს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს და დამატებით ბენეფიტებს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ  ელექტრონულ მისამართზე: info@terma.ge  და  “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება იურისტი ,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება,ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ CV-ში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტების ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

 გისურვებთ წარმატებებს.
 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მსგავსი განცხადებები
იურისტი

RED-CO


25 ოქტ - 23 ნოემ

იურისტი

პ 360 01


26 ოქტ - 24 ნოემ

იურისტი თბილისსა და  რეგიონებში

ლეგალ კონსული


26 ოქტ - 24 ნოემ