კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
თარიღები:
01 ნოემ - 30 ნოემ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
მეცნიერება/განათლება  ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები 
ქვეკატეგორიები:
ლექტორი პროფესორი უმაღლესი განათლება უნივერსიტეტი განათლების სექტორი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური
განათლება:
დოქტორი
აღწერა:

შპს „ევროპის უნივერსიტეტი” აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად შემდეგ დარგებში: 


ეკონომიკა - ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;
საბუღალტრო აღრიცხვა - ასოცირებული პროფესორი  - 1 ვაკანსია;
მენეჯმენტი - ასოცირებული პროფესორი  -  1   ვაკანსია;
მარკეტინგი - პროფესორი - 1 ვაკანსია;
მათემატიკა - პროფესორი - 1 ვაკანსია;

 

საკონკურსო კრიტერიუმები აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად.
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება პროფესორის, და არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება - ასოცირებული პროფესორის ვაკანსიისათვის. 
  • ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი;
  • შესაბამის დარგში სამეცნიერო პუბლიკაცია გამოქვეყნებული უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში.

 

დამატებითი კრიტერიუმები

  • შესაბამის დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
  • სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება
  • მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში
  • სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები 
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა
  • აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა
  • ინგლისური ენა

 

პროფესიული ნიშნით შეიძლება არჩეულ იქნეს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კვალიფიკაციის დამადასტურებელი შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
1.  დარგის ადექვატური პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგი ნიშნით:

  • არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან; 
  • სამეცნიერო-კვლევით ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის (პედაგოგიური) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით, ან დარგში პრაქტიკული სახის პროექტის ავტორობით.
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის განხორციელების ხედვა (სასწავლო კურსის სილაბუსი).

2. ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:

  • დარგის ადექვატური პროფესიული გამოცდილება - არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება, რაც დაკავშირებულია შესაბამის დარგში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან/და სპეციალური მომზადებით, რაც ითვალისწინებს დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით სპეციალური სასწავლო კურსების/ტრენინგების გავლას ან დარგში პრაქტიკული მიღწევებით.
  • შესაბამისი სასწავლო კურსის განხორციელების ხედვა.


საკონკურსო დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე, კანცელარიაში).
  • ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდვითი ფორმით).
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების, პროფესიული გამოცდილების დამადას-ტურებელი დოკუმენტაციის ასლები, სამეცნიერო/პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები.
  • საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადექვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები, გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • პროფსიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში კონკურსანტი ვალდებულია დოკუმენტალურად დაასაბთოს საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი ინფორმაცია; 
  • კონკურსის დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში). 

 

კონკურსი ჩატარდება შპს „ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს: 

  • პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  • მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

 

კონკურსის ვადები

  • კონკურსი გამოცხადებულია 2018 წლის 1 ნოემბრიდან; 
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 3 დეკემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით;  
  • კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2018  წლის 11 დეკემბრისა; 
  • კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2018 წლის 15 დეკემბრისა;
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2018  წლის 18 დეკემბრისა; 
  • დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის კანცელარიაში 2018 წლის 3 დეკემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის კანცელარია.

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. N76. info@esu.du.ge
ტელ: 032 2141 181; 032 2000 171.
 

მსგავსი განცხადებები
ფიზიკის პედაგოგი

ახალი სამყარო


15 ნოემ - 13 დეკ