ფინანსური მენეჯმენტი IFRS-ის სტანდარტებით

სხვა ვებ გვერდზე

თარიღები:
05 ნოემ - 04 დეკ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები 
ქვეკატეგორიები:
ტრენინგ კურსები
აღწერა:

,,VIP Intellect Group” გთავაზობთ ფინანსური მენეჯმენტის კურსს IFRS-ის სტანდარტების გამოყენებით!

 

პროგრამა განკუთვნილია:  ბიზნესის ფინანსური მართვის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, მოქმედი მენეჯერებისთვის, ბუღალტრებისთის, მთავარი ბუღალტრებისთვის და დამწყები და მოქმედი ფინანსისტებისთვის, ეკონომისტებისთვის.

 

აგრეთვე გაგიწევთ კონსუტაციებს როგორც ფიზიკურ პირებს ასევე კომპანიის წარმომადგენლებს ნებისმიერ ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც ერთჯერადად ასევე პერიოდულად.

კურსის დასახელება: ,,ფინანსური მენეჯმენტი“ -  IFRS-ის სტანდარტების გამოყენებით

კურსი მოიცავს:

ლექცია 1-8 ოპერაციებისა და მოვლენების აღრიცხვა

1. ბასს (IAS) 2 - სასაქონლო-მატერილური ფასეულობები 
2. ბასს (IAS) 16 - ძირითადი საშუალებები
3. ბასს (IAS) 38 - არამატერიალური აქტივები
4. ბასს (IAS) 40 - საინვესტიციო ქონება 
5. ბასს (IAS) 23 - სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები
6. ფასს (IFRS) 15 - მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან მიღებული ამონაგები 
7. ბასს (IAS) 17 - იჯარა და ფასს (IFRS) 16 იჯარა

ლექცია 9-11 შეფასებები

1. ფასს (IFRS) 13 - რეალური ღირებულების შეფასება 
2. ბასს (IAS) 36 - აქტივების გაუფასურება 
3. ბასს (IAS) 8 - სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები 
4. ფასს (IFRS) 1 - ფასს-ის პირველად გამოყენება

ლექცია 12 ანგარიშგება

1. ბასს (IAS) 1 - ფინანსური ანგარიშგების წარდგენა 
2. ბასს (IAS) 7 - ფულადი ნაკადების ანგარიშგება
კურსს უძღვება: მიხეილ მუმლაძე

მიხეილის პროფესიული კარიერა მოიცავს 10 წლიან სამუშაო გამოცდილებას ფინანსებში, ბუღალტერიაში, ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კონსალტინგში. მიხეილი მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში და ასევე საჯარო სექტორში. მისი გამოცდილება მოიცავს მუშაობას წარმოების მიმართულებით ასევე ენერგეტიკის სექტორში. 2018 წლიდან მიხეილი კითხულობს სალექციო კურსს IFRS სტანდარტები პროფესიონალი ბუღალტრებისთვის და ფინანსების მართვას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. 
მიხეილი ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნესის სისტემების ანალიზსა და დიზაინში - City University London. ასევე, ACCA-ის უმაღლეს დიპლომს აღრიცხვასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში.

გაითვალისწინეთ: ლექციების მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკული მაგალითების და სიტუაციური ამოცანების განხილვას, როგორც მსოფლიო, ასევე ქართული კომპანიების დამახასიათებელ მნიშვნელოვან ნიუანსებს. მსმენელებს გადაეცემათ სასწავლო მასალები და პრაქტიკული სავარჯიშოები, გაიმართება დისკუსიები, თავად მსმენელებისთვის საინტერესო და პრობლემური სიტუაციური მაგალითების განხილვა და მისი თავიდან აცილების კვალიფიციური და სწორი მიდგომები.

კურსდამთავრებულის უპირატესობანი: დამოუკიდებლად შეძლებენ ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობას. ჩვენი კურსდამთავრებულები არიან საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიის მთავარი ბუღალტრები და ფინანსისტები, მენეჯერები, ბიზნესმენები.

პროგრამის ხანგრძლივობა: 12 ლექცია.
პროგრამის საფასური: 500 ლარი - 4 კაცი და მეტი ჯგუფში.
ორი ან მეტი მსმსნელის ერთი ორგანიზაციიდან დაინტერესების შემთხვევაში გადაიხდით 460 ლარს ნაცვლად 500 ლარის.

ჩვენს მიერ მომზადებულები არიან, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიის ბუღალტრები და ფინანსისტები, კომპანიის ხელმძღვანელები, მათ შორისაა: შპს ,,პსპ დაზღვევა“, შპს ,,ემბავუდ ჯორჯია“, შპს ,,ფურშეტ ჯორჯია“, შპს ,,სახალხო აფთიაქი“, შპს ,,გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება" და სხვა კომპანიების წარმომადგენლები.

კორპორატიული ტრენინგის ჩატარების შემთხვევაში, ვითვალისწინებთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებს და მხოლოდ თქვენი კადრებისთვის ჩატარდება სასწავლო კურსი!

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში:

vipintellect.ge/ge/register

 

ან დაგვიკავშირდით: 0322371939; 551196110; 593618212;

მის: პეკინის 28, მე-6 სართ;

www.vipintellect.ge

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
ArcGIS-10.4 გეოინფორმაციული სისტემები

VIP Intellect Group


05 ნოემ - 04 დეკ

IT და ვებ ტექნოლოგიები, ინჟინერია, ქსელი, ვებ პროგრამირება

ინტელექტ ცენტრი


30 ოქტ - 28 ნოემ

Microsoft Excel – Basic, Intermediate and Advanced Level, VBA, ბიზნეს მოდელირება და საფინანსო

VIP Intellect Group


05 ნოემ - 04 დეკ

WEB-დიზაინი/PHOTOSHOP CC/COREL DRAW X8-ის კურსები

ტრენინგ ცენტრი ნიუ გენი


31 ოქტ - 29 ნოემ

ბუღალტერიის კომპლექსური სასერთიფიკატო კურსები

ინტელექტ ცენტრი


30 ოქტ - 28 ნოემ

ბუღალტერიის კურსი/თეორია + ORIS + სტაჟირება

ტრენინგ ცენტრი ნიუ გენი


31 ოქტ - 29 ნოემ

გერმანული ინგლისური და რუსული ენის შემსწავლელი კურსები

ტრენინგ ცენტრი ნიუ გენი


31 ოქტ - 29 ნოემ