სამედიცინო წარმომადგენელი თბილისსა და რეგიონებში
თარიღები:
20 ნოემ - 19 დეკ
მდებარეობა:
თბილისი ქუთაისი ზესტაფონი ზუგდიდი თელავი გურჯაანი ბათუმი ქობულეთი სხვა
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

ფარმაცევტული კომპანია ფარმაცევტული სახლი+“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე თბილისსა და იმერეთის, სამეგრელოს, კახეთისა, აჭარის რეგიონში:

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;


აუცილებელი უნარები:

  • პრეზენტაციის კარგი უნარი;
  • სამედიცინო განათლება;
  • კომუნიკაბელურობა,ორგანიზებულობა;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • განვითარების ადაპტირების უნარი.

 

სამუშაო პირობები:

  • საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
  • გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ ზრდადი ანაზღაურება და ბონუსური სისტემა;
  • სოციალური პაკეტი - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო ხარჯები.

 

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილება მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.


დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით მისამართზე (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება): hr@pharmhouse.ge.  გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის და რეგიონის დასახელება.