რეაბილიტაციის განყოფილების ადმინისტრატორი
თარიღები:
05 დეკ - 20 დეკ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
რეგისტრატურა
დასაქმების ფორმა:
ნახევარი განაკვეთი
ხელფასი:
500
ენები:
ქართული ინგლისური რუსული
აღწერა:

კომპანია დაარსდა 2014 წელს და სტაბილურად განიცდის ზრდას. ამ პერიოდში კლინიკა ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ლიდერად სარეაბილიტაციო მომსახურების სფეროში საქართველოს მაშტაბით.   მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა  სპორტული ტრავმებისს მკურნალობა, ორთოპედიული ოპერაციების შემდგომი რეაბილიტაცია, ხერხემლისა და სახსრების სხვადასხვა დაავადების მკურნალობა, მოტეხილობის შემდგომი რეაბილიტაცია...

 

Sportsmed & Biology აცხადებს ვაკანსიას  ადმინისტრატორის პოზიციაზე

 

 ინფორმაციისთვის ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/sportsmedandbiology/

 

პოზიცია: რეაბილიტაციის განყოფილების ადმინისტრატორი

სამუშაო ადგილი: თბილისი (ნუცუბიძის პლატო)

სამუშაო განაკვეთი: არასრული (დღის მეორე ნახევარი)

 

რას გთავაზობთ:

  • წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • მყუდრო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ანაზღაურება 500 ლარი შემდგომში გაზრდის პერსპექტივით;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 17:00-22:00, შაბათი 09:30-13:00;

 

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • პაციენტების რეგისტრაცია;
  • პაციენტების ვიზიტების აღრიცხვა სამუშაო პროგრამაში;
  • ფულადი ანგარიშსწორების წარმოება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
  • შემოსული და გასული დოკუმენტაციის წარმოება და მართვა;
  • სხვა ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება მენერის დავალებით.

 

მოთხოვნები:

  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel-ის კარგად ცონდა ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულიბა;
  • ინფორმაციის ანალიზი და გადაცემის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზუმე  ელექტრონული ფოსტის მისამართზე sportsinjury41@gmail.com , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 20.12.2018 წ.