უფასო ტრეინინგ-კურსი:„ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგია
თარიღები:
06 დეკ - 17 დეკ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები 
ქვეკატეგორიები:
ტრენინგ კურსები
აღწერა:

"ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი I T C“ -ში დაიწყო საახალწლო აქცია!!! დაიწყება მიღება: ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგიის“ უფასო ექსპრეს ტრეინინგ-კურსზე!!!

 

მიმდინარე აქციით ტრეინინგ-კურსის სწავლის საფასური სრულად (300ლარი) დაგიფინანსდებათ და გადაიხდით მხოლოდ ტრეინინგზე რეგისტრაციის საფასურს, რომელიც შეადგენს 45ლარს!

რეგისტრაცია მიმდინარეობს  17-დეკემბრამდე!!!

 

სწავლის დაწყების სასურველ დროს ირჩევს მსმენელი:

  •  15-დეკემბერი
  •  26-იანვარი
  • 10-თებერვალი

 

ტრეინინგები ტარდება შაბათ-კვირას!

 

იჩქარეთ, მიმდინარეობს  ეტაპობრივად  ჯგუფების დაკომპლექტება!!!     

 

ტრეინინგ ცენტრი გასცემს ორ ენოვან ლიცენზირებულ სერთიფიკატს!!!

აქციით ისარგებლებენ მხოლოდ ის მსემენელები რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას  17-დეკემბრამდე!!!

 

კურსი არ მოითხოვს რაიმე საბაზისო ცოდნას და განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერსებული მსმენელისთვის!

წინამდებარე სასწავლო მოდული შესაძლებლობას მისცემს  არასრულწლოვან მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტებს  დადაინტერესებულ პირებს,  მშობლებს გაეცნონ ბავშვის/მოზარდის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს და დაინახონ რა ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორები განსაზღვრავენ პრობლემურ ქცევას, ასევე  როგორია  მოზარდის მე-იდენტობის ფორმირების პროცესში, განხილული იქნება მოზარდის ფსიქოსოციალური და მორალური განვითარების თავისებურებები, განვითარების  დარღვევის რამდენიმე ფორმა. მსმენელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია დაეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ საუკეთესო გამოცდილებას, თეორიულ მიდგომებს  და გაითვალისწინებს იმ პრობლემებს, რომლებსაც  ექსპერტები აწყდებიან არასრულწლოვნებთან მუშაობისას, იქნება ეს  მათთან კომუნიკაცია თუ  მათი  ასაკობრივი თავისებურებების, მოთხოვნილებებისა და მოტივების სწორად აღქმა და გაზრება.

 

საკითხისადმი  ამდაგვარი - სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს დავინახოთ  მოზარდის მიერ ჩადენილი არასასურველი ქცევა, არა როგორც ერთი კონკრეტული ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, არამედ  გავიაზროთ და დავინახოთ სრული  სოციალური და ფსიქოლოგიური კონტექსტი, რაც საბოლოოდ  ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებაში დაგვეხმარება

 

კურსის ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები:

ბავშვის ინტელექტუალური ასაკობრივი განვითარების თავისებურებები:

შემეცნებითი/ კოგნიტური განვითარების თეორიები; ჟ. პიაჟეს „ინტელექტუალური განვითარების თეორია.“

  • ჩვილი ბავშვის კოგნიტური განვითარების თავისებურებები;
  • ადრეული ბავშვობის შემეცნებითი განვითარების თეორიები;
  • შუა ბავშვობის შემეცნებითი განვითარების თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის კოგნიტური განვითარების თავისებურებები.

ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივი  კატეგორიისათვის დამახასიათებელი შემეცნებითი თავისებურებების გამოყენება სწავლა- განვითარების პროცესში.

 

ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარების კანონზომიერებები:

  • ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები;  ე. ერიქსონის „პიროვნების განვითარების ფსიქო- სოციალური თეორია.“
  • ჩვილი ბავშვის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები;
  • ადრეული ბავშვობის ემოციური და სოციალური განვითარების თეორიები;
  • შუა ბავშვობის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები.

ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისათვის დამახასიათებელი სოციალური და ფსიქოლოგიური/ ემოციური მახასიათებლების პრაქტიკული თვალით დანახვა და ბავშვის განვითარების პროცესში ხელშემწყობი მექანიზმების გააზრება.

აღზრდა და კომუნიკაცია: სოციალური გარემოს როლი ბავშვის ზრდა- განვითარების, მისი დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში:

  • სოციალური დასწავლის თეორიები; ქცევითი თეორია- ბიჰევიორიზმი.
  • პოზიტიური განმტკიცების, ნეგატიური განმტკიცების, პოზიტიური დასჯის, ნეგატიური დასჯის მექანიზმები; მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები; პრემარკის პრინციპი და მისი გამოყენების დადებითი შედეგები.
  • განმამტკიცებელი და ავერსიული სტიმულები, როგორც ხელშემწყობი ან/ და ხელის შემშლელი ბავშვის, როგორც დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში;
  • ეფექტური და არაეფექტური სტრატეგიები; მათი ეფექტურობის/ არაეფექტურობის დასაბუთება.

სტრატეგიების პრაქტიკული გამოყენება.

  • განსხვავებული სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენების პრინციპები;
  • რეკომენდაციები მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, ბავშვთან ეფექტური მუშაობითა და კომუნიკაციით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის.

 

როგორ ვიქცევით ბავშვის თანდასწრებით?! მოზრდილი ადამიანის ქცევა, როგორც მაგალითი ბავშვის შემდგომი ქცევისათვის.

მოდელირებით სწავლა. ა. ბანდურას „სოციალურ- კოგნიტური თეორია“.

  • მოდელირებით სწავლის სპეციფიკა;
  • მიბაძვით სწავლის საფეხურები;
  • მიბაძვით სწავლის ფაქტორები;
  • მიბაძვა, როგორც სწავლის წამყვანი ფორმა ბავშვებისათვის.

პიროვნული ფაქტორები: თვითეფექტიანობა და თვითრეგულაცია.

  • თვითეფექტიანობის რაობა და მისი მნიშვნელობა სწავლა- სწავლების პროცესში;
  • თვითრეგულაცია და თვითრეგულაციის მექანიზმები.

 

მოზარდობა- გარდამვალი ასაკი.

  • მოზარდობა, როგორც მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი.
  • მოზარდობის ხანის ქრონოლოგიური ასაკის განსაზღვრა;
  • მოზარდისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, როგორც სირთულე თუ “ლეგიტიმური”ასაკობრივი თავისებურება?!
  • მოზარდობის ხანისთვის დამახასიათებელი ზოგადი ასაკობრივი თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის სხეულებრივი/ ფიზიკური და მოტორული ცვლილებები;
  • მოზარდობის ხანის ფსიქოლოგიური თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანისთვის დამახასიათბელი კვებითი აშლილობები: ანორექსია, ბულიმია.

პიროვნული სფეროს განვითარება.

  • თვიშეფასება და თვითკონცეფცია;
  • ურთიერთსაწინაღმდეგო თავისებურებები და მათი გამოვლენის ფორმები.

 

ტრეინინგის მსვლელობისას თითოეული მსმენელი მიიღებს რჩევებს და მითითებებს  ინდივიდუალურად თავიანთი პროფესიიდან და საქმიანობიდან  გამომდინარე.

 

კურსს წარუძღვება ფსიქოლოგი: თეონა ნუცუბიძე

კურსი მოიცავს 10-სალექციო საათს

  • კურსის დასრულებისას მსმენელს სურვილის მიხედვით გადაეცემა ორ-ენოვანი ლიცენზირებული სერთიფიკატი.
  • სერთიფიკატის აღება ფასიანია და საფასური შეადგენს 15ლარს.

 

რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად (ელექტრონულ ფოსტაზე გამოაგზავნით თქვენს მონაცემებს: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და სათაურის ზოლში მიუთითებთ კურსის დასახელებას)   

 

იმისათვის რომ ისარგებლოთ მიმდინარე აქციით  17 დეკემბრის ჩათვლით უნდა მოახდინოთ რეგისტრაციის საფასურის (45ლარის)  ანაგრიშსწორება, რათა თქვენი განაცხადი გააქტიურდეს აღნიშნულ კურსზე.     

თანხის ანაგრისწორება უნდა მოახდინოთ საბანკო ანგარიშზე:

  • ს.ს. „თიბისიბანკი“ ,     ა/ა GE 50TB7841336080100003,   მიმღებიშპს „ინოვაციურიტრეინინგცენტრი ITC“  
  •  ს.ს. „საქართველოსბანკი“ , ა/ა GE03BG0000000725061400,

მიმღები: შპს „ინოვაციურიტრეინინგცენტრი“ 

ან შეგიძლიათ მობრძანდეთ ტრეინინგ ცენტრში და სალაროში გადაიხადოთ რეგისტრაციის საფასური!

იჩქარეთ! რაოდენობა შეზღუდულია!

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 555  005  201 ; (+995 32) 2 30 71 30;     599 38 48 57                         

ელ-ფოსტა : innovativetrainingcenter@gmail.com

მის.: პეკინისგამზ.19,II -სადარბაზო,  II-სართული

მსგავსი განცხადებები
აქცია- გერმანული ენის სამ თვიან კურსი -120 ლარად

ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი ITC


01 დეკ - 17 დეკ

აქცია- ინგლისური ენის სამ თვიან კურსი -150ლარად

ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი ITC


01 დეკ - 17 დეკ

აქცია- რუსული ენის სამ თვიანი კურსი -120 ლარად

ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი ITC


01 დეკ - 17 დეკ

აქცია-ინკლუზიური განათლების უფასო ექსპრეს-ტრეინინგ კურსი

ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი ITC


01 დეკ - 17 დეკ

ბუღალტერიის კომპლექსური კურსი/კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამები-ORIS,INFO,SUPERFIN.1C

ინტელექტ ცენტრი


30 ნოემ - 29 დეკ

კომპიუტერული გრაფიკის კურსები;Photoshop,illustrator,indesign,Corel

ინტელექტ ცენტრი


30 ნოემ - 29 დეკ

სამშენებლო-არქიტექტურული კურსები; 3D Max, AutoCad, ArchiCad, Scetch Up, LUMION

ინტელექტ ცენტრი


30 ნოემ - 29 დეკ