კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი
თარიღები:
04 დეკ - 18 დეკ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
მეცნიერება/განათლება  ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები 
ქვეკატეგორიები:
უნივერსიტეტი განათლების სექტორი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური
განათლება:
მაგისტრი
გამოცდილება:
3 - 5 წლამდე
აღწერა:

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე.


მდებარეობა: ქ. თბილისი, 0141, გურამიშვილის გამზ. 76  ; თბილისი, 0189, სარაჯიშვილის ქ. 17
სამუშაო გრაფიკი: სრული

 

ძირითადი მოვალეობები :

  • უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა ყველა მიმართულებით;
  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია უნივერსიტეტის მასშტაბით;
  • უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევით პროცესებში ჩართულობის, მათი სამეცნიერო-კვლევითი-შემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტის შიგნით კვლევითი კომპონენტის გაძლიერებაზე ზრუნვა;
  • საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებაზე ზრუნვა;
  • უნივერსიტეტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების ხელშეწყობა;
  • სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გამგზავრების მხარდაჭერა სამეცნიერო ღონისძიებებზე, სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად;
  • უნივერსიტეტის კვლევითი რესურსების შესწავლა;
  • ინსტიტუციური და ინდივიდუალური გრანტების მოძიება;
  • პოტენციურ დონორ ორგანიზაციებთან თანმიმდევრული და პროფესიონალური ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • უნივერსიტეტის ფარგლებში გრანტებზე მომუშავე ჯგუფ(ებ)ის კოორდინაცია;
  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსების მოძიების პროცესის მართვა;
  • სტრატეგიების, კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა გრანტების მოძიებასა და მიღებასთან დაკავშირებით;
  • მუდმივ რეჟიმში შეთავაზებების შემუშავება;
  • სხვა ფუნქციების შესრულება რომელიც გამომდინარეობს მისი სამუშაო პოზიციიდან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დოქტორანტი ან დოქტორის ხარისხის მქონე ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავსი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
  • განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საგრანტო განაცხადების შევსების გამოცდილება;
  • MS Office (Word ძალიან კარგი,   Excel  კარგი, PP-ძალიან კარგი);
  • ინგლისური ენა -  სრულყოფილად  (საუბარი, მეტყველება, წერა).

 

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • დონორებთან კომუნიკაციის მეთოდების ცოდნა;
  • დონორთა თავისებურებებისა და რეგულაციების ცოდნა;
  • ორმხრივ და მრავალმხრივ დონორებთან სტრატეგიულ დონეზე კომუნიკაციის უნარი;
  • კავშირების დამყარების უნარი;
  • განათლების სფეროში საგრანტო შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი და უახლესი ცოდნა;
  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დაგეგმვისა და მართვის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის  ეფექტურად მართვის უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
  • მაღალი სამუშაო აქტივობა; 
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესისადმი მდგრადობა;
  • სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირებისა და პროფესიულ საქმიანობაში დანერგვის უნარი.

 

სამართლებრივი აქტები:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს შრომის კოდექსი;
  • საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე hr@eu.edu.ge  ა/წ  18.12.2018 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი”, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკანტის განაცხადი არ განიხილება. 
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად” თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.  შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას დაამუშავოს  აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

მსგავსი განცხადებები
ფიზიკის პედაგოგი

ახალი სამყარო


15 ნოემ - 13 დეკ

ფრანგული/გერმანული/შვედური/პოლონური ენის მასწავლებლი

Millennium Gate


29 ნოემ - 28 დეკ