მცირე ბიზნესს კლიენტთა მრჩეველი
თარიღები:
06 დეკ - 19 დეკ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
საბანკო 
ქვეკატეგორიები:
საბანკო(ზოგადი)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ქართული ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
2 - 3 წლამდე
აღწერა:

პროკრედიტ ბანკი -  ევროპული ბანკი ქართულ საბანკო სექტორში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი იმ მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ. ბიზნეს დაკრედიტების პარალელურად ბანკი ფოკუსირდგება ფიზიკური პირების კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფზე და მათ კომპლექსურ საბანკო მომსახურებას სთავაზობს.
პროკრედიტი ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი,გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

პროკრედიტ ბანკი, საქართველოს  საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში შესაძლო ყველაზე მაღალი რეიტინგია. აღნიშნული რეიტინგი ბანკის აქტივების ისტორიულად საუკეთესო ხარისხზე, ძლიერ კორპორაციულ მართვასა და კარგ რისკ მენეჯმენტზე მიუთითებს.

 

სს "პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მცირე ბიზნესს კლიენტთა მრჩევლის პოზიციაზე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური მცირე ბიზნეს კლიენტების იდენტიფიცირება და მოზიდვა;
  • ბიზნეს პორტფელის შექმნა და ზრდა;
  • დასახული გეგმების შესრულება;
  • ​მცირე ბიზნეს კლიენტების პროფილის შეფასება, საჭიროებების გაანალიზება და ბიზნესზე მორგებული საბანკო მომსახურების გაწევა;
  • მცირე ბიზნეს კლიენტებისათვის ყველა საბანკო პროდუქტთან და მომსახურებასთან დაკავშირებული კონსულტაციის გაწევა;
  • საბანკო მომსახურების მისაღებად  საჭირო დოკუმენტაციის კლიენტისგან გამოთხოვა და მათი ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • კლიენტებთან მუდმივი კავშირის შენარჩუნება;
  • კლიენტებისთვის კვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა;
  • კლიენტის განაცხადზე დროული რეაგირება და კლიენტის შეფასება.
  • კლიენტის სოციალური და ფინანსური ანალიზის ჩატარება;
  • საკრედიტო რისკების  და კლიენტის გადამხდელუნარიანობის შეფასება;
  • რეზიუმეს მომზადება და ბიზნეს კომიტეტზე წარდგენა ბანკში არსებული პროცედურების შესაბამისად;
  • სესხის გაცემის პროცესში მონაწილეობა, შიდა დოკუმენტებით დადგენილი ნორმების ფარგლებში;
  • ბიზნეს პორტფელის რეგულარული მონიტორინგი, პორტფელში არსებული კლიენტებისთვის არსებულული და ახალი საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის რეგულარული მიწოდება;
  • პორტფელის მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
  • დადგენილ ვადებში კლიენტის ფინანსური მონიტორინგის განხორციელება;
  • უზრუნველყოფის დროული გადაფასება; ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა, პრობლემის მოსაგვარებლად გზების დასახვა;

 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • ბანკში მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
  • მცირე ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კრეატიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • მოქნილობა და ოპერატიულობა;
  • კონსულტაციის გაწევისა და კლიენტის დარწმუნების უნარი;
  • თავდაჯერებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • ახალი გამოცდილებისა და ცოდნის მიღებისათვის მზადყოფნა;
  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დათქმულ დროზე შესრულების უნარი ;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კეთილსინდისიერება;
  • უმაღლესი განათლება;
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - hr.info@procreditbank.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მცირე ბიზნესს კლიენტთა მრჩეველი“.

მსგავსი განცხადებები
ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი ბათუმში

პროკრედიტ ბანკი


22 ნოემ - 21 დეკ

გარე გაყიდვების აგენტი თბილისსა და რეგიონებში

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი


10 დეკ - 08 იან 2019

პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამა

პროკრედიტ ბანკი


14 ნოემ - 13 დეკ

საკრედიტო ექსპერტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედფინი


29 ნოემ - 28 დეკ

საკრედიტო ექსპერტი- სტაჟიორი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკროფინი


14 ნოემ - 13 დეკ

საშუალო ბიზნესს კლიენტთა მრჩეველი

პროკრედიტ ბანკი


06 დეკ - 19 დეკ