ამბულატორიული და სტომატოლოგიური შემთხვევების მართვის მენეჯერი
თარიღები:
24 დეკ 2018 - 22 იან
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო  დაზღვევა 
ქვეკატეგორიები:
ჯანდაცვა დაზღვევა (ზოგადი)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
2 - 3 წლამდე
აღწერა:

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა.

ს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“  აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიული და სტომატოლოგიური შემთხვევების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სტომატოლოგიური, გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორიული  შემთხვევების შესრულებული სამუშაოს დამუშავება დადგენილი ვადების დაცვით. კორექტირებულ შემთხვევებზე წერილების მომზადება და გაგზავნა;
  • ოჯახის ექიმების მიერ დაშვებული შეცდომების ანალიზის შედეგების ასახვა კორექტირების აქტში;
  • მაქსიმალურად სწორედ და ოპტიმალურ ვადებში სამედიცინო ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება;
  • გადარიცხვის აქტის/ების მომზადება;
  • ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ კლინიკებთან ურთიერთშედარების აქტის/ების დამუშავება და გაფორმება წლის ბოლოს;
  • არსებულ პროვაიდერ ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ კლინიკებთან მოლაპარაკებების წარმოება ფასდაკლებასთან დაკავშირებით;
  • ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ კლინიკებთან თანამშრომლობის მიზნით მოლაპარაკებების წარმოება;
  • საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია დაზღვეულთან;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (ლიცენზირებული)
  • მსგავს სფეროში მინიმუმ 2 წლის მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი
  • აზრის გამართულად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დამოუკიდებელი მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და  გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@unison.ge  . გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.  

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
სადაზღვევო ანაზღაურების მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ალფა


09 იან - 07 თებ