ლაბორატორიის ოპერატორი
თარიღები:
25 დეკ 2018 - 23 იან
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
მეცნიერება/განათლება 
ქვეკატეგორიები:
ლაბორატორიის ასისტენტი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
1 - 2 წლამდე
აღწერა:

“აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“  აცხადებს  ვაკანსიას   ლაბორატორიის ოპერატორის  თანამდებობაზე

 

 

სამუშაოს აღწერა:

  • მასალების მექანიკური გამოცდა - მასალათა მექანიკური გამოცდის დანადგარების ოპერირება. ნიმუშების მექანიკური გამოცდა მოთხოვნილი სტანდარტებისა და სპეციფიკაციების მიხედვით;
  • მასალების ფიზიკური გამოცდა და თერმული ანალიზი - მასალათა რაოდენობრივი ან თვისობრივი ანალიზი. საგამოცდო ნიმუშების ფიზიკური მახასიათებლის განსაზღვრა (მაგ.: კალორიმეტრია);
  • ნივთიერებათა ქიმიური ანალიზი - განსხვავებული ქიმიური შედგენილობის ხსნარების ნიმუშებში კომპონენტების რაოდენობრივი განსაზღვრა მოცულობითი ანალიზის საშუალებით - ნეიტრალიზაციის, ჟანგვა-აღდგენისა და სხვა ქიმიური ანალიზის მეთოდების გამოყენებით;
  • ქიმიური ხაზის ოპერირება - სასურველია ქიმიური ხაზის ოპერირების ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ საქმიანობაში წარმოების პერსონალისთვის დახმარების გაწევა;
  • ნიმუშების ვიზუალური შემოწმება -   საწარმოო დეტალების ნიმუშების ვიზუალური შემოწმება ოპტიკური მიკროსკოპების გამოყენებით;
  • ჩატარებული სამუშაოს შესაბამისი ანგარიშების შედგენა -     ლაბორატორიაში ჩატარებული თითოეული გამოცდის შესაბამისი ანგარიშის შედგენა წინასწარ დადგენილი წესებისა და ფორმების დაცვით;
  • ლაბორატორიულ დოკუმენტაციაზე მუშაობა - საგამოცდო პროტოკოლებისა და სპეციფიკაციების წერა/განახლების პროცესებში მონაწილეობის მიღება და ლაბორატორიული დოკუმენტების მოწესრიგება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება : მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის ბაკალავრი ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ფიზიკასა ან ქიმიაში;
  • ენები : ინგლისური  ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
  • გამოცდილება: ლაბორატორიაში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
  • თვისებები: როგორც დამოუკიდებელი, ისე გუნდური მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • წერითი უნარები
  • დროის მენეჯმენტი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე (CV)

ელ. ფოსტაზე: nino.berdzenishvili@atccomposite.com

მსგავსი განცხადებები
ლაბორატორიის ასისტენტი

ნუტრიმაქსი


04 იან - 20 იან