შრომითი უსაფრთხოების მენეჯერი/შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
თარიღები:
31 დეკ 2018 - 24 იან
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
უშიშროება/დაცვა/უსაფრთხოება  ადამიანური რესურსები 
ქვეკატეგორიები:
უსაფრთხოების მენეჯერი შრომის ინსპექტორი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
1 - 2 წლამდე
აღწერა:

კომპანია Glass Work აცხადებს  ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: შრომითი უსაფრთხოების მენეჯერი და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.

 

შრომითი უსაფრთხოების მენეჯერი

ამოცანები:

  • კონტროლის მექანიზმების და სისტემების დანერგვა/განვითარება;
  • პოტენციური დარღვევების/შესაძლო გადახრების წინასწარი გამოვლენა და პრევენცია;
  • არსებული დარღვევების დროული გამოვლენა და რეაგირება;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • შრომის პირობების ინსპექტირება;
  • შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და კომპანიის მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
  • ISO 18001 ან ISO 1800  სტანდარტის (სამუშაო გარემოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა) შესაბამისი სისტემის დანერგვა/კონტროლი და მასში ცვლილების შეტანის შემთხვევაში დროული რეაგირება და შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
  • ISO 18001 ან ISO 1800  სტანდარტის და სახელმძღვანელოების/ინსტუქციების პერიოდული განახლება კანონმდებლობისა და კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად;
  • კომპანიის მენეჯმენტის კონსულტირება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება;
  • კომპანიაში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავება, უსაფრთხოდ მუშაობასთან დაკავშირებული მოთხოვნების სტანდარტიზება და რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
  • პირადი დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფა, და პერიოდული კონტროლი ვარგისიანობაზე;
  • კომპანიის შენობა-ნაგებობების უზრუნველყოფა გამაფრთხილებელი ნიშნებით საჭიროებისამებრ და კომპანიაში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა;
  • სახანძრო ინსტრუქციების შემუშავება და იმიტაციების ჩატარება ყოველწლიურად; საევაკუაციო გეგმის შედგენა;
  • თბილისის და რეგიონის მასშტაბით გეგმიური  და  წერტილოვანი ვიზიტების განხორციელება და შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის  სტანდარტების დაცულობის მონიტორინგი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

  • განათლება ტექნიკური მიმართულებით
  • 1-დან 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ტრენინგების (სასურველია სერტიფიცირებული) გავლას მიენიჭება უპირატესობა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე დაკვირვების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • არაკონფლიქტური;
  • მოტივირებული და ორგანიზებული.

 

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

 

ძირითადი ფუნქციები - მოვალეობები:

  • რისკების შეფასების გაკეთება;
  • პერსონალური დაცვის საშუალებების მონიტორინგი;
  • სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა ჩეკლისტების წარმოება;
  • პერსონალისთვის სხვადასხვა ინსტრუქტაჟის დაგეგმვა, ჩატარება;
  • კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისობის კონტროლი;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • რომელიმე საერთაშორისო (ISO) სტანდარტთან მუშაობის გამოცდილება;


პიროვნული უნარები:

  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;

 

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ,გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Reception@glasswork.ge

მსგავსი განცხადებები
Labor Safety Manager

Hotels & Preference Hualing Tbilisi


10 იან - 08 თებ