შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამა
თარიღები:
01 იან - 25 იან
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები 
ქვეკატეგორიები:
ტრენინგ კურსები
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
აღწერა:

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული  პროგრამა

 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია აცხადებს მიღებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელ აკრედიტებულ  პროგრამაზე.

პროგრამა განკუთვნილია როგორც მოქმედი, ასევე დამწყები შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის/მენეჯერებისათვის.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ:

  • მსმენელს ექნება სპეციალური ცოდნა შრომის უსაფრთხოების სფეროში;
  • გაეცნობა შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას;
  • შეძლებს შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები;
  • შეძლებს უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაციას, მოკვლევას და ანგარიშგებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

 

კურსის ხანგძლივობა: 2 თვიდან-2,5 თვემდე  - სულ 130 საათი

კურსის ღირებულებაა: 1000 ლარი

სწავლების ენა -ქართული

კურსის გავლა შეუძლია არანაკლებ საშუალო განათლების მქონე პირს 18 წლის ასაკიდან

კურს უძღვებიან დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტები და საერთაშორი სერტიფიკატების მქონე ექსპერტები: კონსტანტინე ნანობაშვილი, ნუგზარ მელაძე, ზურაბ პავლიაშვილი და ქეთევან გარსევანიშვილი;

კურსდამთავრებულებზე გაიცემა  აკრედიტირებული სერთიფიკატი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია.

იმ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ სფეროში აღნიშნული აკრედიტებული სერთიფიკატის მიღება შეუძლიათ მხოლოდ  გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში.  გამოცდაზე გასვლის და სერტიფიკატის აღების  საფასურია  500 ლარი.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზანეთ შემდეგ მეილზე: btaedu@yahoo.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

 ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია,  თბილისი, წერონისის 208

593 30 32 11

574 00 80 80

(+995 32) 2 24 95 57

www.http://bta.edu.ge

ელ ფოსტა: btaedu@yahoo.com

Facebook:  ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია

მსგავსი განცხადებები
გამყვანი ტურიზმის პრაქტიკული კურსი

Milky Way Travel


27 დეკ 2018 - 25 იან

მიღება პრორგამა YES-Georgia-ს ფარგლებში კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა


09 იან - 07 თებ